მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია ოქტომბერ-ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო - ჯანდაცვის სპეციალისტი

6065dd7b0d0d3
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.21 20:47
655
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ქეთი ჩხატარაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ დაგვიანებულ საინფორმაციო კამპანიაზე საუბრობს. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობას ეს პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან უნდა დაეწყო, როცა კონკრეტულ ვაქცინებს WHO-მ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ) ავტორიზაცია მიანიჭა.

“ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო. როცა ვაქცინა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდა, მოსახლეობის კრიტიკულ მასას ინფორმაცია არ ჰქონდა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არ უნდა ყოფილიყო საუბარი კონკრეტულ ვაქცინებზე და კონკრეტულ ვადებზე, მაგრამ მოსახლეობას უნდა მიწოდებოდა ინფორმაცია - რა სარგებელი მოაქვს ვაქცინას, რატომ არის აუცილებელი მისი გაკეთება, რა შეიძლება აგვაცილოს ვაქცინაციამ და ა.შ.

ფაქტია, რომ სამედიცინო პერსონალმაც უარი განაცხადა მის გაკეთებაზე. მართალია, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უიღბლო და სამწუხარო ფაქტით დაიწყო, მაგრამ მედიცინის მუშაკებში არც მანამდე იყო აქტივობა”,- აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები