მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი ტურისტული სექტორისთვის დაგვიანებულია“ - გიდების ასოციაცია

6134ad8369837
თათია კაკიაშვილი
05.09.21 16:04
696
„ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი ტურისტული სექტორისთვის საკმაოდ დაგვიანებულია“, - ამის შესახებ BM.GE-ს  გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, 24 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ტურისტული სექტორისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი პაკეტი წარადგინეს. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე 2021-2022 წლებში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ის კომპანიები, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული. 

კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული - 30%-იანი ფასდაკლებაა გათვალისიწნებული.
ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და ა.შ.), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.

სტიმულირების პაკეტი ვრცელდება ასევე ტურისტულ კომპანიებსა და გიდებზე. კერძოდ, ყველა სრულად ვაქცინირებულ გიდს უსასყიდლო წვდომა ექნება სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა მათთვის იქნება უფასო.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე - 2 თვე:სექტემბერი - ოქტომბერი შესვლა მათთვის იქნება უფასო. ამასთან, სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე - სეზონის გახსნიდან - იანვრის ჩათვლით ისინი უფასო აბონიმენტით ისარგებლებენ.
 
„ეს პაკეტი, ბუნებრივია, ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ სექტორი ახალ ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვედროდა - ვაქცინირებული და შედარებით უსაფრთხო. როცა სეზონის ბოლოს ვაცხადებთ სტიმულირების ამ გეგმას, ძალიან დაგვიანებულია, მთელი საჭირო პერიოდი ხელიდან გაშვებულია! იდეაში, რაღაც ეტაპზე ეს დადებითად აისახება, მაგრამ ესეც დაგვიანებით მოხდება. არის რაღაცები, რაც სწრაფად უნდა გაკეთდეს და ერთ-ერთი მათგანი სწრაფი ვაქცინაცია იყო თავისი ბენეფიტებით“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები