მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციისთვის 200-ლარიანი წახალისების ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე შემცირდა

61caca6326987
ინგა მურუსიძე
28.12.21 12:24
846
მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის 200-ლარიანი წახალისების პროგრამით 50 ზელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც ისარგებლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

„იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რაც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას პენსიონერებისთვის. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე. პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

bm.ge-ს კითხვას - რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის, გიორგი ღიბრაძემ უპასუხა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც აიცრება.

შეგახსენებთ: ამ დრომდე 200-ლარიან ფინანსურ წახალისებას იღებდნენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, ვინც ნებისმიერი ვაქცინით აიცრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები