მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: უზბეკეთში “თიბისი ბანკის” აპლიკაციით 10,000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს

5fe6326e772bb
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.20 00:00
1294
უზბეკეკეთში “თიბისი ბანკის” მობილური აპლიკაციით უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, - ამის შესახებ თიბისის CEO-მ ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

“უზბეკურ ბაზარზე საქმიანობის დაწყება ჩვენთვის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება. ჩვენ 18 თვის წინ განვაცხადეთ, რომ ვიწყებდით ოპერირებას უცხოურ ბაზრებზე. მინდა გითხრათ, რომ უკვე 10,000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს ჩვენი აპლიკაციით. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში კი 15-მდე სერვის-ცენტრი და ფილიალი გვაქვს. უზბეკეთის ბაზარზე განვითარებისთვის დიდი ამბიციები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, თიბისი ჯგუფისათვის ამ ქვეყანაში ოპერაციები საკმაოდ მატერიალური მნიშვნელობის გახდება,” - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2020 წლის გაზაფხულზე მიიღო. ცენტრალურ აზიაში შესვლა ბანკის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ნაწილია. TBC-ის CEO-ს, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, თიბისის უზბეკეთის მოსახლეობისა და კერძო ბიზნესისთვის მაღალი დონის საბანკო სერვისების შეთავაზება შეუძლია.

რამდენიმე დღის წინ უზბეკურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ბანკის ხელმძღვანელად სპარტაკ თეთრაშვილი დაინიშნა. სპარტაკ თეთრაშვილი ასევე არის TBC Kredit-ის (აზერბაიჯანში მოქმედი საკრედიტო ორგანიზაცია) აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ის 2015 წელს შეუერთდა.

თიბისის მიზანია ცენტრალურ აზიაში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება საცალო, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ბანკის ინფორმაციით, აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ, ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება.

უზბეკეთის ბაზარზე შესვლისას თიბისის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი $5.5 მილიონად საგადახდო სისტემა PayMe-ის შეძენა იყო.

ცენტრალურ აზიაში “თიბისის” განვითარების პარტნიორები EBRD-ი და IFC არიან. IFC-იმ ნოემბერში პროექტში $10-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები