მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახუშტი მენაბდე: ახლა ისეთ პარლამენტს ვირჩევთ, რომელიც უნიკალური იქნება

5f9c1ab65f93e
ლიკა გურაბანიძე
30.10.20 21:38
1608

“ჩვენ ახლა ისეთ პარლამენტს ვირჩევთ, რომელიც უნიკალური იქნება, ის ასეთი წესით არასდროს აგვირჩევია", - ამის შესახებ საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

“ზოგადი საარჩევნო სისტემა ერთი შეხედვით იდენტურია იმისა, რაც აქამდე იყო, ნაწილი მაჟორიტარულია ხოლო ნაწილი პროპორციული. თუმცა, შეცვლილია ის, რომ პროპორციული წესით 120 დეპუტატი აირჩევა, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით. თუ ერთ კონკრეტულ პარტიას 40%-ზე მეტი არ ექნება, ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

თუ პარტიამ 40% აიღო და 30 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ეს ნიშნავს, რომ მას ზუსტად 78 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, რაც მთავრობის დასაკომპლექტებლად სრულიად საკმარისია. თუმცა, ახალი წესის მიხედვით, მას 3 მანდატი ჩამოაკლდება და 75 მანდატი დარჩება", - განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხვალ, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები