მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზიანის ღვინომ ,,ხიხვი“ იაპონიაში „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო-გრანპრი (Grand Prix) მოიპოვა

626bd46f1ab79
BM.GE
29.04.22 16:04
1160

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Sakura Japan Women’s Wine Awards 2022, მაყაშვილის ღვინის მარნის „2019 წლის ხიხვი“ „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო უმაღლესი ჯილდო - გრანპრის (Grand Prix) მოსაპოვებლად.

„საკურას“ (Sakura Japan Women’s Wine Awards 2022), კონკურსის უმაღლესი ჯილდო 30 მაისს, ტოკიოში, „მეღვინეობა ვაზიანის“დირექტორს, ნათია მეტრეველს, კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიაზე - „Sakura Award“ საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 9rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2022) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც წელს ტოკიომ და ოსაკამ უმასპინძლა. აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მსოფლიოს 30 -ზე მეტი ქვეყნიდან, ღვინის მწარმოებელი ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას, ხოლო საკონკურსო ღვინოების რაოდენობა 4500 დასახელებას აღემატება. კონკურსის ჟიური, იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე 430 ცნობილი ქალბატონებით - სომელიებით, ღვინის ექსპერტებით, მწერლებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საუკეთესო ღვინოს ბრმა დეგუსტაციის შედეგად ავლენენ.

„ჩვენი კომპანია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ახალ ბაზრებზე დივერსიფიცირებისათვის, ვაზიანის პროდუქცია ექსპორტირებულია, როგორც იაპონიასა და ამერიკაში, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. იაპონიაში „ხიხვის“ მორიგი გამარჯვება ხელს შეუწყობს არამარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და თავის დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე,” - აღნიშნა მეღვინეობა ვაზიანის დირექტორმა ნათია მეტრეველმა.

ვაზიანის ღვინოები იაპონიაში უმაღლესი კლასის სასტუმროებსა და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში იყიდება.

აღნიშნულ კონკურსში ვაზიანის ღვინოებმა არაერთხელ დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო “ბრილიანტი” (Diamond Trophy). 2017 წელს მაყაშვილის მარნის საფერავმა, ხოლო 2019 წელს ქისმა, უმაღლესი ჯილდოები, ბრილიანტები მოიპოვა.

გარდა ამისა, 2017 წელს ტოკიოში გამართულ აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსზე „20th Japan Wine Challenge 2017“ მაყაშვილის მარნის ღვინოები „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“ ორი ოქროს მედალის მფლობელი გახდა. „ხიხვი 2016“-მა კი, როგორც საუკეთესო თეთრიმა ღვინომ საქართველოდან, უმაღლესი ჯილდო, რეგიონალური „თასი“დაიმსახურა,. კონკურსის საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება და გალა ვახშამი, ქ. ტოკიოში გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრო და გამარჯვებულებს პირადად მიულოცა.

 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები