მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VELI.store - ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილი შოპინგის საუკეთესო გამოცდილება

642abc98c45e2
BM.GE
03.04.23 16:01
476
თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ბიზნესებს საკუთარი მისიის შესრულების შესაძლებლობას აძლევს.

მოწინავე კომპანიები ცდილობენ თავიანთ პლატფორმებზე რაც შეიძლება მეტი ციფრული სერვისი გააერთიანონ იმისთვის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი მომსახურება ერთ სივრცეში შესთავაზონ. ამის მაგალითი, ფინანსურ სექტორში ელ. კომერციაა. ჯერ კიდევ 2 ათეული წლის წინ, ქართულ ვებ-გვერდებზე იშვიათად შეგხვდებოდათ გადახდის სერვისი. დღეს კი ეს ფუნქციონალი თითქმის ყველა ონლაინ პლატფორმაზეა ჩაშენებული და მომხმარებელი პლატფორმიდან გაუსვლელად ყიდულობს საჭირო პროდუქტს ან სერვისს.

თუმცა, მაშინ, როდესაც დღევანდელი სამყაროს დახასიათებისას ყველაზე სწორი ტერმინი კონკურენტულობა გახდა, ონლაინ გადახდის შესაძლებლობა დიდი ხანია აღარაა ელ. კომერციის ბიზნესების წარმატებისთვის საკმარისი. მომხმარებლები ბიზნესებისგან სულ უფრო მეტად ელიან მათ საჭიროებებსა და ყოველდღიურობაზე მორგებულ მარტივ გადაწყვეტებს.

ტექნოლოგიურ სამყაროშიც კი, ადამიანი ცენტრალური ფიგურაა და წარმატებული კომპანიები სწორედ მის გარშემო ქმნიან მოქნილ პროცესებს. სწორედ ამ მიდგომით, რომელიც თითოეული ადამიანის საჭიროებებზე გადის და სწორედ მაშინ, როდესაც ტრადიციული შოპინგის ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლა უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა ქართულ ბაზარზე, ველიმ შეძლო და მომხმარებლებისთვის ციფრული შოპინგის საუკეთესო გამოცდილება შექმნა.

ბუნებრივია, ამბიციური მიზანი, რომ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ბაზარზე საუკეთესო გამოცდილება შექმნა და შემდეგ შეინარჩუნო, გამართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მოითხოვს, სადაც პროდუქტები, მომსახურება და ფუნქციები, მუდმივად განახლებადი და მომხმარებლის ცვალებად საჭიროებებზე მორგებული იქნება.

მოდი, გავყვეთ ველიზე ნივთის შეძენის სრულ პროცესს და ვნახოთ, რომელია ის ფუნქციონალები, რომლებიც ერთიანობაში, შოპინგის საუკეთესო, მარტივ და ყველაზე სწრაფ გამოცდილებას ქმნის.

სასურველი ნივთების სია

ჩვენი საყვარელი პლატფორმებისა თუ აპლიკაციების სქროლვა, დღის განუყოფელი, ხშირად მექანიკური ნაწილიც კია. ამ დროს, ასობით ნივთი ხვდება ჩვენს თვალსაწიერში, რომლებიც, შესაძლოა, ახლა სულაც არ გვჭირდება, მაგრამ ძალიან მოგვწონს. ველის Wishlist ფუნქცია საშუალებას გაძლევს შენი მეხსიერება ზედმეტი ინფორმაციით არ დატვირთო და შენ მაგივრად იმახსოვრებს - რა მოგეწონა და გადადე სამომავლოდ.

გადახდა

ველიზე ნებისმიერი ბანკის ბარათით შეგიძლია გადაიხადო. ველის მობილური აპლიკაციით შოპინგისას კი, Apple pay-ით გადახდის შესაძლებლობაც გაქვს, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და უსაფრთხოს ხდის. ციფრულ საფულეში დამატებული ბარათით ავტომატურად, ერთი დაწკაპუნებით გადაიხდი.


ონლაინ განვადება ან განაწილებით გადახდა

იმისთვის, რომ დიდი ხნით არ გადადო სასურველი ნივთის ყიდვა, ველი ინოვაციურ სერვისს - თანხის განაწილებით გადახდას გთავაზობს. პროდუქტი, საერთაშორისო ბაზარზე BNPL-ის სახელით ცნობილი - Buy Now, Pay Later - სისტემით ფუნქციონირებს. ამ სერვისით შეგიძლია ყიდვა ახლა, გადახდა კი მოგვიანებით. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ზუსტად იმდენს გადაიხდი, რამდენიც პროდუქტი ღირს, დამატებითი საკომისიოსა თუ პროცენტის გარეშე. ნივთის ღირებულება სხვადასხვა ბანკის მომხმარებლისთვის, სხვადასხვა რაოდენობის თვეზე ნაწილდება.

იმ შემთხვევაში თუ გინდა, რომ თანხა 3-6 თვეზე უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გადაანაწილო, შეგიძლია ველის მარტივი განვადებით ისარგებლო. ბევრ მაღაზიაში თუ პლატფორმაზე, განვადების პროცესი ბიუროკრატიასთან, უამრავ კითხვასთან, ბანკთან და განვადების მენეჯერთან კომუნიკაციასთან ასოცირდება. ველიზე კი განვადების ფორმას დისტანციურად, თავად ავსებ. პლატფორმა საჭირო ინფორმაციას ბანკიდან ავტომატურად იღებს და განვადება სულ რამდენიმე წუთში გიმტკიცდება.

შეფუთვა და წერილი

საჩუქრის არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი შეფუთვა და ღია ბარათია, რაც პირველ შთაბეჭდილებას და ემოციას ქმნის. ველიმ საჩუქრის შესაფუთ ჯიხურში მიტანის, ქაღალდისა და ღია ბარათის შერჩევისა და მისალოცის დაწერის ხანგრძლივი პროცესი გააციფრულა, სულ რამდენიმე ღილაკით ჩაანაცვლა და შესაძლებლობა მოგცა, რომ სრულიად უფასოდ შეარჩიო შესაფუთი და შენს ამანათს ღია ბარათიც დაურთო სასურველი ტექსტით.

დაზოგილი დროის დათვლა

აჩქარებულ ყოველდღიურობაში, ყველაზე სწორ დროს, ველიმ გითხრა: დახარჯე შენი დრო შენთვის. და ამ განაცხადით, მის სივრცეში განთავსებულ ყველა ხელშესახებ ნივთთან ერთად, არა ხელშესახები, თუმცა ყველაზე ძვირფასი ღირებულება - დრო შემოგთავაზა.

თუმცა, დღეს ყველაფერი ტექნოლოგიები და ციფრებია, ვინაიდან თანამედროვე ადამიანებს გვიჭირს აბსტრაქტული ღირებულებების აღქმა. ამიტომ, ველიმ, მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, თბილისის ყველა მაღაზია აღრიცხა. გაითვალისწინა ადამიანის ერთი პუნქტიდან, კონკრეტულ მაღაზიამდე ფეხით, ტრანსპორტითა თუ მანქანით გადაადგილების სიჩქარე, დროის იმ მონაკვეთში საცობის ალბათობა, ნივთის ყიდვისთვის საჭირო დრო და საბოლოოდ, თითოეული შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებლის დაზოგილი დრო მიახლოებით დათვალა. სწორედ ასე იქცა უბრალო მესიჯი რეალურ, ყველასათვის მარტივად აღსაქმელ ღირებულებად, რომელიც კონკრეტული ციფრებით გამოისახა.

მიწოდების „თრექინგი“

ამანათის მოლოდინის სიხარული კიდევ უფრო მატულობს, როდესაც შეგიძლია კურიერს თვალი ადევნო - როგორ გიახლოვდება და სულ მალე როგორ იქნება შეკვეთა შენთან.

შეკვეთის გამეორება
ველის ციფრულ თაროებზე სხვადასხვა კატეგორიისაა და დანიშნულების ნივთში, ბევრ ისეთ ნივთს აღმოაჩენ, რომელიც არა ერთჯერადად, არამედ ხშირად ან ყოველდღიურადაც კი გჭირდება. სწორედ ამიტომ, ველი ხელახალი ძებნის გარეშე, მარტივად, განმეორებით შეძენის საშუალებას გაძლევს.

VELI ბიზნესი

სულ ცოტა ხნის წინ, ველიმ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ბიზნესებსაც შესთავაზა. თუ ფლობ ბიზნესს და შენი საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა გინდა, შეგიძლია კომპანიის სახელით დარეგისტრირდე და მრავალფეროვანი პროდუქცია მარტივად, ერთ სივრცეში შეიძინო. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეგიძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდი - ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდა აირჩიო. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება.

ველიზე B2B მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: კორპორაციული შეკვეთების ფასი, ტრადიციულ რითეილზე ბევრად ხელმისაწვდომია. ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათის შეკვეთიდან 3 საათის განმავლობაში უფასო მიტანა კი, დამატებით ღირებულებას ქმნის.

თუკი ჯერ არ ხარ ველის მომხმარებელი, დარეგისტრირდი. როგორც ახალი მომხმარებელი პრომო კოდის სახით, 20 ლარიან ვაუჩერს მიიღებ. შემდეგ კი შეარჩიე 16 კატეგორიიდან შენთვის სასურველი პირველი შენაძენი და თავად გამოსცადე ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალების სიმარტივე და საჭიროება.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები