17 ივნისს ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი SuperNatural გაიმართება, რომლის პარტნიორი წელს VELI.store-ია.
SuperNarulatFest-ზე 100-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელს შეხვდები და ქართულ კრაფტ ლუდს, სიდრს, ჯინსა თუ სხვა სასმელებს დააგემოვნებ. Მათ შეძენას კი ველიზე საფესტივალო ფასდაკლებებით შეძლებ.
თუ ფიზიკურად ვერ ახერხებ ფესტივალზე მისვლას ან დაგემოვნებული სასმლის შეძენას გადაწყვეტ, VELI.store-ზე ნატურალური ღვინოების სრულ ასორტიმენტზე 30%-მდე ფასდაკლება თვის ბოლომდე დაგხვდება.
“მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნა მათთვის საინტერესო ასორტიმენტის ვებგვერდზე განთავსებასა და სპეციალური შეთავაზებების შექმნასაც მოიცავს, ეს პარტნიორობა კი ნატურალური ღვინის მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა” - ალექსანდრე მეტრეველი, ველის ბიზნეს ლიდი.
სასურველ სასმელს თბილისში იმავე დღეს მიიღებ, რეგიონებში კი 3-5 დღის განმავლობაში უფასო მიწოდებით. ფესტივალის ფარგლებში 30%-მდე ფასდაკლებით აღმოაჩენ.