ველოდებით დამატებით 3000 კოლოფ „პლაქველინს“, რომელიც ჩაეშვება საცალო გაყიდვაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
"დღესდღეობით, შემოტანილია უკვე 1000 კოლოფზე მეტი, რომელიც დარიგებულია შესაბამის დაწესებულებებში, ჩვენ ველოდებით კიდევ 3000 კოლოფს, რომელიც საცალო გაყიდვაშიც ჩაეშვება“, - განაცხადა ტიკარაძემ.