მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვენდიმ“ ბათუმში მეორე ამერიკული რესტორანი გახსნა

ვენდი
BM. GE
03.08.23 14:56
7

„ვენდიმ“ ბათუმში,  ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზე  მდებარე სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითიში“ ქალაქში მეორე ამერიკული რესტორანი გახსნა. ახალ ბულვარში „ვენდის“ რესტორანი მომხმარებლებს დღეიდან მასპინძლობს და მალევე მათი საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება. 2023 წლის ბოლომდე „ვენდი“ კიდევ ორ რესტორანს გახსნის ბათუმსა და თბილისში და ჯამურად 19 რესტორნით იქნება წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით.  „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს, რომელიც ჯამურად „ვენდისა“ და „დანკინის“ უკვე 100-მდე ობიექტს აერთიანებს.  
„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაცია: "ვენდის" ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი, საოპერაციო მენეჯერი ჯეიმს გესიკი, განვითარების მენეჯერი გაურავ ნარაინი,"ვენდის" მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე და"ვენდის" ხარისხის  მენეჯერი სინიშა ლუბიჩიჩი დაესწრო. 


„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით და განვითარების სწრაფი ტემპებით, „ვენდის“ რესტორნების ქსელის რეგიონალური გაშლა კიდევ უფრო გვახარებს, რადგან მომხმარებლისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი „ვენდის“ უგემრიელესი მენიუ“. - განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა. 

„ვენდი“ საქართველოში მომხმარებლის ერთგულებას მუდმივი სიახლეებით პასუხობს. ქსელის განვითარება, დიზაინ კონცეფციის შეცვლა, მენიუს გამრავალფეროვნება „ვენდისში“ სტუმრობისთვის სრულ კომფორტს ქმნის. სულ რამდენიმე თვის წინ მენიუს უგემრიელესი „ქათმის ფრთებიც“ და ქათმის სხვა პროდუქტებიც დავამატეთ, რამაც ძალიან მოკლე ვადაში მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მაღალი და ამავდროულად მზარდი გაყიდვები ადასტურებს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციაც ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე და შემოგვიერთდა ობიექტის გახსნაზე“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.  


„ვენდის“ ახალ რესტორანში 35 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა, რომლებიც მომხმარებლებს „მეტრო სითიში“ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურება. მათ კი, ვისაც მიწოდების სერვისით სარგებლობა სურთ, „გლოვო“ ბათუმშიც ექსკლუზიურად მიართმევს „ვენდის“ უგემრიელეს მენიუს სასურველ ლოკაციაზე. 


„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო და უკვე 10 წელი ხდება, რაც მომხმარებელს ყოველდღიურად არწმუნებს, რომ „ხარისხი „ვენდის“ რეცეპტია“. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები