კომპანიის ცნობით, „ვოლტის“ და „გლოვოს“ მოხმარებლები „ვენდისა“ და „დანკინის“ უგემრიელეს პროდუქტებზე სპეც შეთავაზებებით ისარგებლებენ.
„როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს, რათა სრულად დაიცვას სოციალური დისტანციის წესები.
მიწოდების სერვისის წასახალისებლად, "ვოლტის" და "გლოვოს" მომხმარებლებისათვის, „ვენდისა“ და „დანკინის“ უგემრიელეს პროდუქტებზე მუდმივად სპეც შეთავაზებები და ფასდაკელებებია. ამჟამად "ვოლტით" „ვენდის“ პიცის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 2 კოკა-კოლას იღებს, "გლოვოთი" "ვენდის" კომბოს შეძენის შემთხვევაში მოქმედებს -20% ფასდაკლება, “გლოვოთი” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას მათ საჩუქრად ყავა ელით, “ვოლტით” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას კი დონატი. ამის გარდა Drive Thru-ს მომხმარებლებს სასიამოვნო საჩუქრები შეხვდება“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.