მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიას საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან მიმართებით შენიშვნები აქვს

641083c5233b0
შოთა ტყეშელაშვილი
14.03.23 18:30
760
გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კომისიას შეფასებისთვის 2022 წლის 22 ნოემბერს გააგზავნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი შეზღუდულია და არ ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მთლიან რეფორმას.

ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო, სადაც გასაჩივრებული იყო კანონის შესაბამისი დებულებები.

ამავე ინფორმაციით, ამ ვითარებაში დეპუტატებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, თავი შეეკავებინათ საკანონმდებლო ინიციატივებისაგან, რათა არ განხორციელებულიყო ზედმეტი ზეწოლა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე და დალოდებოდნენ პასუხს კანონის ცალკეული დებულებების კონსტიტუციურობის შესახებ.

"კომისია აღიარებს, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავებს თეორიულად შეუძლია ხელი შეუშალოს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, მაგრამ ნებისმიერი ასეთი შეფერხება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე აბსოლუტურად საჭიროა," - წერია დასკვნაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წამოჭრა რამდენიმე საკითხი, რომლებიც ფუნდამენტური იყო სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმურობის გასაზრდელად საქართველოში.

“ევროკომისიის დასკვნაში მითითებულია მოთხოვნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმის გატარების შესახებ. თუმცა, კანონპროექტი არ შეიცავს იუსტიციის საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და წუხილებს პასუხებს საქართველოში იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ევროკომისიის ხსენებული რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები