მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიის დასკვნა ხისტი, პირდაპირი და ნეგატიურია ქვეყნისთვის - "მაგთიკომი"

605b58c52444a
სალომე მეცხვარიშვილი
24.03.21 21:20
1225
ვენეციის კომისიის დასკვნა ხისტია, პირდაპირია და ნეგატიურია ქვეყნისთვის - ასე ეხმაურებიან კომპანია “მაგთიკომში” ვენეციის კომისიის დასვნას, რომელშიც კომისია საქართველოს აკრიტიკებს და კომუნიკაციების კომისიის განუსაზღვრელად დიდ უფლებამოსილებებზე საუბრობს. ვენეციის კომისია ასევე მოუწოდებს ქვეყანას, შეცვალოს 2020 წელს დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა მიეცა.

კომპანია “მაგთიკომში” ამბობენ, რომ მსგავს დასკვნას ელოდნენ კიდეც, რადგანაც ვენეციის კომისიის მითითებულ საფრთხეებზე თავად ბიზნესიც აქტიურად საუბრობდა, როცა პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავდა.

“ასეთი ტიპის დასკვნები ვენეციიის კომისიის მიერ ხშირად არ იწერება, საკმაოდ ხისტია, პირდაპირია და ნეგატიურია ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ყველა უფლებამოსილი პირი უნდა დაჯდეს და სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ამ დასკვნაშია ხაზგასმული”,- აცახდებს “მაგთიკომის” იურისტი ლევან გიორგაძე bm.ge-სთან საუბრისას.

“მაგთიკომში” მიაჩნიათ, რომ გაუაზრებლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს საინვესტიციო იმიჯს აზარალებს.

“კანონპროექტის პირველადი ვერსია, რაც კომუნიკაციების კომისიამ 2020 წელს პარლამენტს წარუდგინა, ბევრად მძიმე იყო, მოგვიანებით ბიზნესის წარმომადგენლების, პარლამენტარების და დარგობრივი კომისიის წევრების ძალისხმევით გარკვეული პუნქტები შემსუბუქდა, თუმცა, ვხედავთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უკიდურესად ნეგატიურია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიმართულებები დაკორექტირდა.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი პოტენციურ ინვესტორს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოში შემოსვლას, ამ დასკვნის წაკითხვის შემდეგ საკმაოდ ნეგატიური წარმოდგენა შეექმნება როგორც დარგის, ასევე ქვეყნის შესახებ. გამოდის, რომ ამ არაკომპეტენტურმა და ქვეყნისთვსის დამაზიანებელმა ცვლილებამ მომავალში და ახლაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოიტანოს”,- ამბობს bm.ge-სთან “მაგთიკომის” კომერციული დირექტორი ნიკოლოზ დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები