მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა სასამართლო სისტემისთვის ხელის გაშვება - ზვიად კორძაძე

646523c4a7fd5
ალა ისპირიანი
17.05.23 23:34
596
ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორის ზვიად კორძაძის განცხადებით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ხელი გაეშვა სასამართლო სისტემისთვის. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მან თქვა, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს აბალანსებდეს.

„სასამართლო სისტემის პრობლემა ახალი არ არის. როდესაც დავიწყე და მოვედი, როგორც ადვოკატი სისტემაში, იქიდან მოყოლებული ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა სასამართლო სისტემისთვის ხელის გაშვება. იყო მცდელობები, მაგრამ ვერცერთმა ხელისუფლება ვერ გაუძლო ცდუნებას, შეშვებოდნენ სასამართლოს. ჩვენგანს სასამართლო არსებობს, მაგრამ აქ საუბარია იმაზეა, რომ სასამართლო არსებობდეს, როგორც ცალკე ხელისუფლება. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სასამართლო თავისთავად ინსტიტუტი არ არის, ეს არის ხელისუფლება რომელიც დანარჩენ ორ ხელისუფლებას უნდა აბალანსებდეს“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებები ვერ ხვდებიან რომ სასამართლო ის ადგილია, სადაც დაპირისპირებების განმუხტვა უნდა მოხდეს.

„სასამართლო სისტემა ან არის კარგი, ან არა, ამიტომ ნახევრად კარგი სასამართლო სისტემა არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას. ჩვენ ამერიკას ვედრებით, მაგრამ შორს ვართ ამერიკის სასამართლო სისტემისგან. მაგალითად, როდესაც ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო მექსიკასთან კედლის აშენების შესახებ ერთ-ერთმა ქვედა დონის მოსამართლემ მისი გადაწყვეტილება გააჩერა - დააბალანსა პრეზიდენტის რისკიანი, ფინანსურად არასწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში სასამართლო სისტემის გასწორებას 3, მაქსიმუმ 6 თვე სჭირდება.

კითხვაზე, თუ რატომ არ არის ხელისუფლებების ნება, შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო? მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება რისკს ითხოვეს.

„ეს არის ძალაუფლების უდიდესი ინსტრუმენტი, მაგალითად არჩევნების პერიოდში. ასევე უდიდესი ინსტრუმენტია, როდესაც ანგარიშსწორება გინდა არასასურველ პირებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ა.შ. და ამ ცდუნების ხელიდან გაშვება ძალიან დიდ მოქალაქეობრივ პოზიციას, რისკს ითხოვეს. შეიძლება, როგორც ხელისუფლება ამ რისკს შეეწირო, მაგრამ ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებ. თუ სასამართლო სისტემამ და მოსამართლეებმა ერთხელ იგრძნეს რეალური დამოუკიდებლობა მერე იმის წართმევა ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები