მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერველევი” წარმოების ზრდას გეგმავს

61c59e63e1c34
მარიამ იზორია
24.12.21 22:45
1938
მურაბების, ჯემებისა და სხვადასხვა აქსესუარების, მათ შორის წინსაფრების, რეცეპტების სკივრების მწარმოებელი კომპანია “ვერველევი” სამომავლოდ წარმოების გაზრდას გეგმავს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელმა მაკა მეტრეველმა bm.ge-ს განუცხადა, ამ დროისთვის წარმოებას ოჯახური ბიზნესის სახე აქვს, სამომავლოდ კი კომპანია ხელნაკეთი პროდუქტის წარმოებას არ დასჯერდება და ჯემებისა და მურაბების ქარხნულად ჩამოსხმას დაიწყებს. ამასთან მისივე თქმით, არსებული რესურსით “ვერველევის” წლიური წარმადობა 5 000 ქილა პროდუქტია.

“წარმოება 2019 წელს დავიწყე, თავდაპირველად მხოლოდ მურაბებისა და ჯემების, ახლა კი წინსაფრები, რეცეპტების სკივრები, თონის პურის ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარი გვაქვს. ეს არის ოჯახური ბიზნესი, წარმოებაც ზუსტად ისე მიმდინაროებს, როგორც ოჯახებში, ნარჩევ ნედლეულს ვყიდულობ და ყველაფერს ხელით ვამზადებ. ბრენდი ჯამში 12 სახეობის ჯემებსა და მურაბებს აერთიანებს, წარმადობა ძირითადად სეზონზეა დამოკიდებული. მომავალი წლიდან წარმოების გაფართოებას განვიხილავ, რათა პროდუქტი ხელნაკეთი აღარ იყოს და ქარხნული წარმოების სახე მიიღოს”, - აღნიშნავს მაკა მეტრეველი.

ინფორმაციისთვის, "ვერველევი" ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მის პროდუქტი “ქართულ კალათაში” “ყველის სახლში”, “ფუდ ენდ მარკეტში” და მაღაზია “მეგობარში” იყიდება. ბრენდის ჯემებისა და მურაბების ფასი 6 ლარიდან 11 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები