მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვფიქრობთ, 5G ტექნოლოგიაში ინვესტიციის განხორციელებას” - "სელფი მობაილი"

642d684ff02ba
ანუკა ჯოხაძე
06.04.23 09:32
1334
Beeline-მა რებრენდინგის შესახებ განაცხადა. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე „სელფის“ სახელწოდებით გააგრძელებს ოპერირებას. როგორც ცნობილია, კომპანია ვიონი საქართველო 2022 წელს მსხვილმა ქართულმა ბიზნეს ჯგუფმა CBS-მა შეისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად ქართული კომპანიაა.

"სელფის" ბრენდის მფლობელი CBS მოდევნო წლებში კომპანიაში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მათი ქსელის გაფართოებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.

კომპანიის დირექტორი ვასილ ბერიშვილი აცხადებს, რომ ისინი ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის განვითარებით დაინტერესებული არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე სალიცენზიო პირობებზე შესაბამისი მოლაპარაკებები მარეგულირებელთან მიმდინარეობს.

“5G ტექნოლოგია ნამდვილად არის მომავლის ტექნოლოგია, რომელსაც ბევრი ჯადოსნური რამ შეუძლია მოუტანოს მომხმარებელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ ამით.

ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებას ჯგუფთან ერთად. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მარეგულირებელ კომისიასთან სალიცენზიო პირობებზე და თუ ეს ყველაფერი შეთანხმებით დასრულდა ოპერატორებთან და მარეგულირებელ კომისიასთან ერთად, ჩვენ წავალთ ამ მიმართულებით ცალსახად”, - ამბობს ვასილ ბერიშვილი, „სელფი მობაილის“ გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიამ დააანონსა, რომ 2022 წელს 5G ქსელის დანერგვაზე აუქციონი გამოცხადდებოდა. ამასთან, ლიცენზიის სააუქციონო ფასის შეთავაზება ფასდაკლებით მოხდებოდა. მიუხედავად ანონსისა ამ დრომდე მარეგულირებელს შესაბამისი აუქციონი არ გამოუცხადებია და მისი გამოცხადების თარიღიც უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები