მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, ზეთი კიდევ დაახლოებით 10%_ით გაძვირდება - “ქართული კალათა”

629323aa2e588
ლიკა გურაბანიძე
29.05.22 12:20
1081
ზეთის მწარმოებელი კომპანია "ქართული კალათა" ვარაუდობს, რომ ზეთზე ფასის მორიგი ზრდა შემოდგომაზეა მოსალოდნელი. მიზეზი ევროპიდან იმპორტირებული ტარას გაძვირებაა. 

“პანდემიის პერიოდში ტარა ევროპიდან 15-20%-ით გაძვირდა. ახლა მაღალი ინფლაციაა და ტარის გაძვირებას 10-15%_ით კიდევ ველოდებით. შესაბამისად, “ქართული კალათას” მიერ წარმოებული ზეთის გაძვირებას შემოდგომაზე დაახლოებით 10%_ით ვვარაუდობთ,” - აცხადებს “ქართული კალათას” თანადამფუძნებელი ვაკო ელისაბედაშვილი.

საფასო პოლიტიკასთან ერთად კომპანიისთვის გამოწვევაა პროდუქციის რეალიზაციაც.

“ტურიზმში არსებული პრობლემები ჩვენზეც უარყოფითად აისახება. 2022 წლის მარტი-აპრილის მონაცემებით გაყიდვები საკმაოდ შემცირებული იყო. შედარებით უკეთესობა მაისში იგრძნობა. იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის პარალელურად, რეალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენც უკეთესი შედეგები გვექნება” - აღნიშნა მან.

“ქართული კალათას" გეგმებში სამომავლოდ გაფართოება შედის, თუმცა შექმნილი არასტაბილური გარემო კომპანიას ჯერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში ხელს უშლის.

“როდესაც არსებულ პრობლემები გაივლის, განვითარებაც მშვიდად შეგვეძლება. ყველაზე რთული პრობლემაა, როდესაც სტაბილურობა ირღვევა და ზოგადი სიტუაცია იცვლება. ჩვენზე ეს ძალიან მოქმედებს” - განაცხადა ვაკო ელისაბედაშვილმა.

აღსანიშნია, რომ კომპანია წელიწადში მცირე რაოდენობით 150-200 ლიტრ ზეთს აწარმოებს, რომლის ფასები 18-დან 35 ლარამდე მერყეობს. “ქართული კალათას” ზეთის ყიდვა მხოლოდ საკუთარ ბრენდირებულ მაღაზიაში და თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებშია შესაძლებელი.

"ქართული კალათა" ბაზარზე სამი სხვადასხვა სახეობის ზეთითაა წარმოდგენილი. ესენია თხილის, სელის და მზესუმზირის ზეთები. პროდუქცია სრულად ქართულ ნედლეულზეა დამზადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები