მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, 2024 წელს ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყება მოლაპარაკებები - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ისრაელი

ვიმედოვნებთ, 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყება მოლაპარაკებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისრაელელ კოლეგასთან, ამირ ოჰანასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჰანასთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის შორის თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის, ტურიზმის, უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით.

„ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადმაც BMG-ის გადაცემა „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ 2024 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაწყებას უნდა ველოდოთ. აღნიშნული შეთანხმების მიზანს, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება წარმოადგენს.

როგორია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები