მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებთ, ლარის მიმართ სანდოობა გაიზრდება “ - ნუგზარ ლოლაძე

641c1019293a1
ნანუკა ნარიმანიძე
24.03.23 00:05
766
“მიუხედავად საპროცენტო განაკვეთების მატებისა, სავალუტო რისკებიდან გამომდინარე ლარის რესურსი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ლარი გახდება ფიზიკური პირებისთვის დანაზოგის პრიორიტეტული ვალუტა და გაიზრდება ვალუტის მიმართ სანდოობა“ - აღნიშნა „თიბისი ლიზინგის“ ფინანსური დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას.

მისივე თქმით, ქვეყანაში ლარზე მოთხოვნა იზრდება.

“კომპანიას უწევს ლარის რესურსის მოძიება,ვინაიდან ქვეყანაში იზრდება ლარზე მოთხოვნა, რესურსის მოძიებისთვის ყველაზე კარგი გზა არის ობლიგაციების გამოშვება.ლარიზაცია ქვეყნის მიმართულებაცაა, სწორედ ამიტომ, ლიზინგი ყოველთვის ცდილობს ფეხი აუბას ეროვნული ბაკის ინიციატივებს ამ მიმართულებით”, - განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ.

ბაზარზე ლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით “თიბისი კაპიტალის” მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემაც ისაუბრა.

“ლარის ფასიან ქაღალდებში, ჯერჯერობით, ინტერესი კომერციული ბანკებისგან, განსაკუთრებით მაღალი რეიტინგის მქონდე კომპანიებისგან არის, რომლებსაც შეუძლიათ ეს ქაღალდი დააგირაონ ეროვნულ ბანკში და წამოიღონ ლიკვიდობა საკმაოდ მისაღებ ფასში. მთავარი სამუშაო კერძო პირების დაინტერესებაა ლარის ობლიგაციებით, რადგან დოლარის ობლიგაციებზე დიდი ინტერესია, ვფიქრობთ ლარის გამყარების ტენდენცია, ეკონომიკური ზრდა და ლარის სტაბილურობა უფრო მეტად დაარწმუნებს ფიზიკურ პირებს, თავისი დანაზოგები ლარში შეინახონ, შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცემა კომერციული ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების გარდა, განთავსებები ფიზიკურ პირებთანაც გავაკეთოთ”, - განმარტა მან.

ამასთან, ემიტენტების მხრიდან ინტერესის გაზრდაზე საუბრისას, მერი ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ 2023 წლის მონაცემებით, კომპანიას უკვე აქვს 4 ობლიგაცია, მეორე კვარტალში კი დამატებით 6 გარიგებას ელოდებიან, საიდანაც ოთხი გარიგებაა დოლარში, ხოლო ორი ლარშია.
“თიბისი კაპიტალის მართვის ქვეშ აქტივები, მარტის მდგომარეობით, 700 მლნ დოლარს უახლოვდება, ერთი წლის წინ ეს რიცხვი სულ რაღაც 150 მლნ დოლარი იყო”, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები