მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს - სახდეპის სპიკერი

6495f95f784cb
ალა ისპირიანი
23.06.23 23:57
418
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი “ტვიტერზე" გამოეხმაურა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს.

„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეიწყალოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს ხალხს მათ მიერ დასახულ მიზანთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან - დააახლოებს,” - წერს მილერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები