მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან “მაგნიტის” მეწილეები?

BM.GE
01.03.22 09:50
980
• შპს ჯიბისი ინვესტი - 20.04% წილი, თავად ამ კომპანიის 100%-იან წილს ფლობს სს "ქართული ლუდის კომპანია", ანუ ზედაზენი. თავად "ზედაზენის" ძირითადი მესაკუთრეა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის კომპანია "მიქსორი".
• შპს "რითეილ ინვესთმენთს" - 9.96% წილი, თავად ამ კომპანიის 100%-იან წილს ბიზნესმენი ლაშა ჩოჩელი ფლობს;
• შპს "ქისთოუნ ინვესთმენთს"- 30% წილი, თავად ამ კომპანიის 10%-იანი წილი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორს, გიორგი პერტაიას, 90%-იანი წილი კი ბიზნესმენ თემურ ანჩაბაძეს ეკუთვნის, ანჩაბაძე რუსეთის მოქალაქეა.
• შპს "მეიდანზე" - 13.33% წილი, თავად ამ კომპანიის 100%-იან წილს ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძე ფლობს;
• შპს "დოლნეი ქენსალთენთს" (კვიპროსი) - 26.67%-იანი წილი. ეს სუპერმარკეტ "მაგნიტის" აქციონერების ჩამონათვალია საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე და ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

სტუმარი: ია ნადირაშვილი - "მაგნიტი", აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები