მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავების მფლობელები

თვითმფრინავი

Luxedigital-ის მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავებს შორის მეშვიდე ადგილზე Boeing 747-430-ია, რომლის ღირებულებაც 220 მილიონი დოლარია. მისი მფლობელი კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი - სულთანი ბრუნეია. მდიდარმა მონარქმა ბოინგი 100 მილიონ დოლარად ლუფთანზასგან შეიძინა, რის შემდეგაც დამატებით 120 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა თვითმფრინავი თავისი გემოვნებით მოეწყო. ბოინგს იშვიათი სავარძლები აქვს, მას ასევე იატაკი გამოარჩევს, რომელიც უნიკალურ ნამუშევრად მიიჩნევა.  Boeing 747-430 სულთნის ერთადერთი ბოინგი არ არის, თუმცა ეს კონკრეტული მოდელი ყველაზე დიდი ზომისაა. 

მეექვსე ადგილზეა Boeing 787-8 BBJ. აღნიშნული თვითმფრინავი 325 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ბოინგს უამრავი რამ გამოარჩევს, მათ შორის მას შეუძლია 18 საათი საწვავის შევსების გარეშე იფრინოს. 

მოგზაურობისთვის განკუთვნილი დახვეწილი და ელეგანტური კერძო თვითმფრინავი პირველად  დუბაის ავიაშოუზე გამოჩნდა. მას ძირითადად ჩინეთში დაფუძნებული HNA ჯგუფი იყენებს, თუმცა თვითმფრინავის გამოყენება კერძო სარგებლობისთვის საათში დაახლოებით 70 000 დოლარად შეგიძლიათ. Dream Jet, ლობს, საძინებელს, გარდერობს და სააბაზანო ოთახს აერთიანებს. 

სახლი ცაში - ასე უწოდებენ ACJ350-ს, რომელიც 366 მილიონი დოლარი ღირს.

ბორტზე არის ოთხი საძინებელი, ასევე სტუმრების დარბაზი, გალერეა და ოფიციალური სასადილო ადგილი, რომელიც რვა ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბოინგის მფლობელი ანონიმურობას ინარჩუნებს. 

ანონიმურია Boeing 747-8 VIP-ის მფლობელის ვინაობაც, თუმცა აღნიშნულ თვითმფრინავზე არაერთი დეტალი იძებნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო თვითმფრინავია. ის ადრე სამგზავრო თვითმფრინავი იყო, თუმცა ახლა სათავსოს, ლაუნჯებს, ოფისს და დიდ სასადილო ოთახს აერთიანებს. ინტერიერი ნეიტრალური და შერბილებულია, კაბინეტი სპეციალურად მფლობელის გემოვნებით, ალბერტო პინტომ შექმნა. აღსანიშნავია, რომ მფლობელის ანონიმურობასთან ერთად პრაქტიკულად შეუძლებელია იმ ადამიანების ვინაობის დადგენაც ვინც ამ ბოინგით გადაადგილდებიან ხოლმე. 

რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი Airbus A340-300-ის ამაყი მფლობელია, ეს არის თვითმფრინავი, რომელიც 500 მილიონი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პერსონალურ თვითმფრინავზე დიდია, ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავი აღჭურვილია მდიდრული ინტერიერით, მათ შორის რბილი ტყავის სავარძლებით და ფართო საძინებლით. თვითმფრინავის თავდაპირველი ხარჯის გარდა, უსმანოვმა დამატებით 170 მილიონი დოლარი თვითმფრინავის ინტერიერის მოწყობას მოახმარა. 

Airbus A380 არის ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ოდესმე შექმნილა. დუბაის საჰაერო შოუში მისი ყურადღება საუდის არაბეთის პრინცმა - ალვალიდ ბინ ტალალიმ მიიქცია. პრინცმა კერძო თვითმფრინავი მაშინვე შეუკვეთა.  Airbus A380-ს მფრინავ სასახლესაც ეძახიან. თვითმფრინავის ინტერიერი ძალიან საინტერესოა. ის პრინცის როლს როისისთვის ავტოფარეხს, მარმარილოსგან დამზადებულ თურქულ აბანოს და სალოცავ ოთახს აერთიანებს. თვითმფრინავში ვიაპ- ექსკლუზიური რეზიდენციაც არის. მისი ღირებულება 600 მილიონი დოლარია. 

და ბოლოს პირველ ადგილოსანი თვითმფრინავის ჯერიც დადგა. მთელ მსოფლიოში აღიარებული, როგორც ამერიკის პრეზიდენტობის გამორჩეული სიმბოლო, Air Force One ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავია მსოფლიოში. მისი შიდა ინტერიერი ვრცელ საპრეზიდენტო კომპლექტს, ოფისს, სამედიცინო ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს და სხვა მრავალ განყოფილებას აერთიანებს. ბოინგს აქვს სამზარეულოც, რომელშიც 2000-მდე საკვების მომზადებაა და 100 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მისი მოწინავე საბორტო ტექნოლოგიური სისტემა უზრუნველყოფს ყველა მოწყობილობის დაცვას ელექტრომაგნიტური იმპულსებისგან და შესაძლებელია მისი საწვავის შევსება ჰაერშიც კი. Air force one ღირებულება 660 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები