მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პარლამენტში გიორგი ამილახვარს შეცვლის?

64188d466419c
ალა ისპირიანი
20.03.23 20:20
1425
გიორგი ამილახვარს, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის.

ჩაკვეტაძე ამჟამად თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა.

იგი 1994 წელსაა დაბადებული და განათლება კავკასიის უნივერსიტეტსა (CU) და გლაზგოს უნივერსიტეტში, სამართლის სკოლა - სამაგისტრო პროგრამა აქვს გავლილი.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას და პოზიციას:

2021 - დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე

2017 - 2021 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.

2017- 2021 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი.

2016 - პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" -ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2016 - საქართველოს ეროვნული ბანკი - სპეციალისტი.

2015/2016- საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკოში - დელეგატი.

2015 - სახალხო დამცველის აპარატი - შტატგარეშე იურიდიული კონსულტანტი, სტაჟიორი.

2015 - ,,საქპატენტი“ - იურიდიული კონსულტანტი, სტაჟიორი.

2015 - საქართველოს პროკურატურა - კლინიკური სწავლება.

2014 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - სტაჟიორი.

2013/2016 - კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობა - პრეზიდენტი.

2011/2012 - სასტუმრო ძველი ქალაქი - გაყიდვების მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები