მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი?

BM.GE
16.01.23 11:09
480
უმძიმესი ძველით ახალი წელი იყო ქვეყანაში, მორიგი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით, ამჯერად მიზეზი ლიფტი იყო. ვაზისუბანში ლიფტის შახტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

ლიფტები ბევრ სხვა რამესთან ერთად სისტემური პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის, თბილისის საცხოვრებელ კორპუსებში დაახლოებით 13 000-მდე ლიფტი სადაც ინსპექტირება მხოლოდ მინიმალურ რაოდენობაზე ხდება. ძირითადად მონიტორინგი ხორციელდება ახალ კორპუსებში რომლის წილიც საკმაოდ მცირეა. 

საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით 2016 წლის შემდეგ აშენებულ სახლებში შინამეურნეობების 1%-იც კი არ ცხოვრობს, მხოლოდ 0,8%. 65,1% 1951-1990 წლებში დასრულებულ სახლებში ცხოვრობენ, 12,1% – 1950 წლამდე აშენებულ სახლებში, 4,2% – 1991-1995 წლებში აშენებულში, შესაბამისად საფრთხე პოტენციურად ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ეხება.

სტუმარი: სანდრო შელია - "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები