ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს აქვეყნებს, ვინც ყველაზე მეტ შემოსავალს იღებს საკუთარი Instagram-გვერდიდან.
ანალიტიკური პლატფორმა სოციალური მედიის მარკეტინგული კომპანია Hopper HQ-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩამონათვალის სათავეში ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ფეხბურთელი თითო დასპონსორებულ პოსტში დაახლოებით 1.6 მილიონ აშშ დოლარს იღებს და მას სოციალურ პლატფორმაზე 300 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
Statista-ს მიხედვით, ჩამონათვალში მეორე ადგილს მსახიობი და ყოფილი მოჭიდავე დუეინ ჯონსონი იკავებს. მსახიობი თითო შეკვეთილ ინსტაგრამის პოსტში დაახლოებით 1.5 მილიონ აშშ დოლარს იღებს. ორი ცნობილი მამაკაცის შემდეგ, ჩამონათვალში მესამე ადგილზე არიანა გრანდეა. მომღერალი ერთ სარეკლამო პოსტში 1.51 მილიონ აშშ დოლარს იღებს.
TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ინფლუენსერი Instagram-ზე:
1. კრიშტიანუ რონალდუ - 1.6 მილიონი აშშ დოლარი
2. დუეინ ჯონსონი - 1.52 მილიონი აშშ დოლარი
3. არიანა გრანდე - 1.51 მილიონი აშშ დოლარი
4. კაილი ჯენერი - 1.49 მილიონი აშშ დოლარი
5. სელენა გომესი - 1.47 მილიონი აშშ დოლარი
6. კიმ კარდაშიანი - 1.42 მილიონი აშშ დოლარი
7. ლეონელ მესი - 1.17 მილიონი აშშ დოლარი
8. ბიონსი ნოულზი - 1.15 მილიონი აშშ დოლარი
9. ჯასტინ ბიბერი - 1.11 მილიონი აშშ დოლარი
10. კენდალ ჯენერი - 1.05 მილიონი აშშ დოლარი.