უწყების ინფორმაციით, გიორგი ჭიჭინაძე დირექტორის მოვალეობას 2020 წლის 31 იანვრამდე, ანუ ახალი გენერალური დირექტორის შერჩევამდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ გადადგომის შესახებ განცხადება 2019 წლის დეკემბერში გააკეთა. გადადგომის შესახებ მოთხოვნა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა.
გიორგი ჭიჭინაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით:
"გიორგი ჭიჭინაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტიდან ფინანსების სპეციალიზაციით.
2009 წელს, გიორგი ჭიჭინაძემ თავისი კარიერა დაიწყო, როგორც სტაჟიორმა კომერციულ ბანკში და შემდგომ განაგრძო მუშაობა როგორც საკრედიტო ოფიცერმა.
2010 წელს გიორგიმ თავისი კარიერა გააგრძელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, როგორც მთავარმა სპეციალისტმა ეკონომიკური ანალიზის და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოში.
2014-2016 წლებში იგი იყო ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
2016 წელს გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 2017 წელს გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ასევე გიორგი იყო ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2018 წლის პირველ ნოემბერს გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ,"- ნათქვამია ჭიჭინაძის ბიოგრაფიაში.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდე იქნება. კონკრეტულად, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დირექტორობის მსურველი, ეს ვაკანსიის შესახებ განაცხადშია მოცემული.
საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. 2020 წლის 15 იანვრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის ზომა 529 მილიონ ლარს შეადგენს.