გამოცემამ გადაწყვიტა უარი ეთქვათ ასაკობრივ შეზღუდვებზე. ჟურნალში განმარტავენ, რომ "აღიარება შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს". რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 14 წლის მოციგურავე ალისა ლიუა, რომელიც ახლახან გახდა პირველი ქალი შეერთებულ შტატებში, ვინც ოთხწახნაგოვანი ე.წ. ლუცი შეასრულა. ხოლო, ყველაზე უფროსი ისრაელის "ხადაშის" პარტიის 44 წლის ლიდერი აიმან უდაა, რომელსაც TIME-ი ისარელის პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად მიიჩნევს.
ახალ რეიტინგში ხუთი კატეგორიაა: „შემსრულებლები“, „ლიდერები“, „ინოვატორები“, „ფენომენები“ და „დამცველები“. თითოეულ მათგანში 16-დან 21 ადამიანია შეყვანილი.
შემსრულებლებს შორის პირველ ადგილს მომღერალი კამილა კაბელო იკავებს, რომელიც წარმოშობით კუბიდანაა. ლიდერთაგან საუკეთესო პოზიცია კარლოს ალვარადოს კესადას ერგო, რომელიც კოსტა-რიკის პრეზიდენტია. ინოვატორებში Glossier-ისა და ბლოგ Into the Gloss-ის დამფუძნებელი ემილი ვაისი მოხვდა, ფენომენების პოზიცია კი NBA New Orleans Pelicans-ის გუნდის მოთამაშეს ზაიმონ უილიამსონს ხვდა წილად, ხოლო დამცველებში - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ნორა ლუმი გავიდა, რომელიც ცნობილია როგორც Awkwafina.