მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირუსის გავრცელების გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

5ea13560b2fcb
ელენე გოგბერაშვილი
23.04.20 10:26
2318

კორონავირუსის გავრცელების გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. დილის 6 საათიდან სოფლის შესასვლეში მოეწყო საგუშაგო და მოსახლეობას სოფლის დატოვების შესაძლებლობა აღარ აქვს. მალე სოფელში ეპიდემიოლოგებიც ჩავლენ და მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება.

„გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ სოფელ ღვანკითის იმფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გადავწყვიტეთ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით. შესაბამისად, დილის 6 საათიდან ეწყობა ბლოკ-საგუშაგოები, სულ მოეწყობა 5 საგუშაგო და მთლიანად იქნება სოფელი დაკეტილი“-აცხადებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მოსახლეობას პროდუქციისა და მედიკამენტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნება.

ღვანკითში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევბის რაოდენობა გუშინ 6-დან 10-მდე გაიზარდა.

"ფაქტობრივად ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია"-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები