მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კლინიკები, რომელთა გაერთიანების საკითხსაც კონკურენციის სააგენტო სწავლობს?

ვის ეკუთვნის კლინიკები, რომელთა გაერთიანების საკითხსაც კონკურენციის სააგენტო სწავლობს?
BM.GE
31.07.23 16:20
3

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სექტორში მოღვაწე კომპანიების გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხი ეხება - შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილ კონცენტრაციას. თანხმობის შემთხვევაში ამ კომპანიებს გაერთიანების უფლება მიეცემათ. 

შპს "ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანია" 2022 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი პარტნიორი და დირექტორი ბიზნესმენი გოჩა გოგილაშვილია. რაც შეეხება "მედკაპიტალს", კომპანია 2007 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები 50%-50%-იანი წილებით "ავერსი ფარმა" და "პსპ ფარმა" არიან. 

"კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტოში საქმისწარმოება მიმდინარეობს", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები