მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის ქართული კომერციული ბანკები? - მფლობელები და აქტივები

6093af2573a32
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.21 12:55
12683
საქართველოს საბანკო სექტორი 58,150,000,000 ლარის ტოლია; ეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაზე მეტია. ქვეყანაში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2021 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა, სადაც მათი აქტივების, მფლობელების და პერიოდის განმავლობაში მიღებული მოგება/ზარალის შესახებ არის ინფორმაცია. 

გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ.


ვინ არიან ქართული ბანკების მფლობელები - სია წარმოდგენილია ბანკების აქტივების ზომის მიხედვით

1) "თიბისი ბანკი" - მთლიანი აქტივები - 22.65 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

1 მამუკა ხაზარაძე - 8,63%
2 Dunross & Co. - 7,41%
3 ბადრი ჯაფარიძე - 5,99%
4 European Bank for Reconstruction and Development - 5,05%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 159.9 მილიონი ლარი.



2) "საქართველოს ბანკი" - მთლიანი აქტივები - 20.88 მილიარდი ლარი;

ბანკის ჰოლდინგური კომპანიის, Bank of Georgia Group PLC ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

1 Georgia Capital JSC - 19,90%
2 Fidelity Investments - 6,54%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 192.4 მილიონი ლარი.

ამერიკულმა გიგანტმა Fidelity-იმ

3) "ლიბერთი ბანკი" - მთლიანი აქტივები - 2.72 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

ირაკლი ოთარ რუხაძე - 30.66%;
ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 30.66%;
იგორ ალექსეევი - 30.66%;

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 10.6 მილიონი ლარი.



4) VTB ბანკი საქართველო - მთლიანი აქტივები - 2.12 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

რუსეთის ფედერაცია (სახელმწიფო საკუთრება) - 59.34%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 5.14 მილიონი ლარი.



5) "პროკრედიტ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.91 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

Zeitinger Invest GmbH - 17%
KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau - 13.20%
DOEN Participaties BV - 12.50%
IFC - International Finance Corporation - 10%
TIAA-Teachers Insurance and Annuity Association - 8.60%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 9.75 მილიონი ლარი.



6) "ბაზისბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.70 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

მი ენხვა - 91.56%;
მი ზაიქი - 6.92%;

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 7.15 მილიონი ლარი.



7) "ქართუ ბანკი"- მთლიანი აქტივები - 1.45 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

უტა ივანიშვილი - 100%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 8.6 მილიონი ლარი.



8) "კრედო ბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.39 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

1 CDC Group PLC (UK) 7,12%
2 European Investment Bank (Luxembourg) 7,12%
3 International Finance Corporation (USA) 8,96%
4 Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) 7,65%
5 LFS Advisory GmbH (Germany) 14,31%
6 Dr. Bernd Zattler (Germany) 8,59%
7 Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) 6,75%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 7.5 მილიონი ლარი.



9) "ტერაბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.33 მილიარდი ლარი


ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

1 შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი - 65%
2 შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი - 15%
3 შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი - 15%
4 შ.პ.ს. "ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ" - 5%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 6.9 მილიონი ლარი.



10) "ხალიკ ბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 673 მილიონი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

ტიმურ ყულიბაევი - 32%
დინარა ყულიბაევა - 32%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 3.6 მილიონი ლარი.



11) "პაშა ბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 472 მილიონი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით:

1 არიფ პაშაევი - 19,1%
2 არზუ ალიევა - 35,1%
3 ლეილა ალიევა - 35,1%
4 მირ ჯამალ პაშაევი - 10,7%

ბანკის წმინდა ზარალი 2021 წლის პირველ კვარტალში - 1.3 მილიონი ლარი.



12) "იშბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 345 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

1 თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 37,08%
2 თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28,09%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 2.4 მილიონი ლარი.



13) "ფინკა ბანკი" - მთლიანი აქტივები - 279 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 99 Voting right of FINCA Microfinance Coöperatief U.A.;
FINCA International, Inc (New York, USA) 62.89% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
International Finance Corporation (IFC) 14.27% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
KfW 8.87% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) 7.25% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);

ბანკის წმინდა ზარალი 2021 წლის პირველ კვარტალში - 0.3 მილიონი ლარი.



14) "ზირაათ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 127 მილიონი ლარი

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი:

თურქეთის რესპუბლიკის სს ზირაათ ბანკი - 100%

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში - 0.2 მილიონი ლარი.



15) "სილქ როუდ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 81.4 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

1 გიორგი რამიშვილი - 61,90%
2 ალექსი თოფურია - 28,58%
3 დევიდ ბორგერი - 9,52%

ბანკის ზარალი 2021 წლის პირველ კვარტალში - 1 მილიონი ლარი.



აღნიშნული რიცხვები წარმოდგენილია 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები