მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი საპენსიო დანაზოგები დაბრუნდება დაბალრისკიან აქტივებში?

დფდფ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით, დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება 2028 წლის 1 იანვრამდე ყველა იმ ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგი, რომლებიც 6 სექტემბრამდე პორტფელის რისკიანობის არჩევანს არ გააკეთებენ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, იხსნება არჩევანის გაკეთების დროის შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, საპენსიო ფონდის ბენეფიციარებს რისკიანობის პორტფელის არჩევის შესაძლებლობა 6 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე რისკიანობის პორტფელის არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 15 ათასამდე მოქალაქეს.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე უფრო კონკრეტულად შემდეგნაირად წერია:

მონაწილეს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტულობას.

მონაწილე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით წარდგენილი განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება.

თუ მონაწილე არ გამოიყენებს ამ უფლებას საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, 2028 წლის 1 იანვრამდე რიცხული/ასახული საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში;

ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელებული საპენსიო შენატანები, ასევე 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრიანებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით: ა) 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი; ბ) 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი; გ) 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის, ასევე, ასაკის მიუხედავად პენსიის მიმღების საპენსიო აქტივები − ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი. 

შეგახსენებთ: საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ სამ განსხვავებული
რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში:

ა) ნაკლბად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი;
ბ) საშუალო რისკიანი საინვესტიციო პორტფელი;
გ) მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები