მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე (ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოსთან) „ვისოლის“ თვითმომსახრების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის“ ევროპაში პირველი Drive Thru რესტორანი გაიხსნა. ცნობილი თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მოხატული სადგური ახლა კიდევ უფრო მიმზიდველია ყველაზე ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებით. ამიერიდან, აქვეა „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით და „დანკინის“ სწრაფი მომსახურების Drive-Thru ფორმატის რესტორანი, სადაც სრული მენიუა წარმოდგენილი.
“ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების ფორმატის სადგურების განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადეთ „სმარტის“ სუპერმარკეტისა და „დანკინის“ რესტორნის დამატებით. დეკემბრის დასაწყისში კი, ვარკეთილში, ჯავახეთის #64-ში, „ვისოლის“ კიდევ ერთ თვითმომსახურების სადგურს გავხსნით „სმარტის“ სუპერმარკეტთან ერთად.
ზემოაღნიშნული ფორმატის განვითარება ემსახურება თანდათანობით ახალი სამომხმარებლო ქცევის დანერგვას საქართველოში, ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად. თვითმომსახურების სადგურებზე მომხმარებელი ყოველდღიურად იღებს 15 თეთრიან ფასდაკლებას; ამას ემატება „უნიქარდით“ გამოყენებისას მიღებული დამატებითი ფასდაკლება და „ვისოლ ჯგუფის“ სხვა კომპანიების მხრიდან გემრიელი შეთავაზებები“,- აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
“დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი ახალ სივრეში მიღებულ სტუმრებს სრულ მენიუს: 15 სხვადასხვა სახეობის გამორჩეულად მაღალი ხარისხის ცხელ და ცივ ყავას, ფერად-ფერად დონატებს, კრუასანებს, უგემრიელეს იტალიურ პიცებს და სენდვიჩების ფართო არჩევანს სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებები კი - ცხელი ამერიკანო ნებისმიერ დონატთან ერთად 4.50 ლარად, ხოლო ინგლისურ ტოსტთან ერთად 4.90 ლარად აქაც ძალაშია და მგზავრობას უფრო ენერგიულს და კომფორტულს ხდის.
„მოხარული ვართ, რომ „დანკინის“ ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი სწორედ საქართველოში გავხსენით. „ვისოლთან“ და „სმარტთან“ ერთად განვითარება გვაძლევს სინერგიის ეფექტს და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტ შესაძლებლობას. ამ ფორმატების განვითარებით „დანკინის“ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად იზრდება კომფორტი, რომლებსაც ისინი მათთვის საყვარელი სერვისის მიღებისას იღებენ“, – აცხადებს “დანქინი“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან ედიშერაშვილი.
(R)