მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდით, საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტირების შესაძლებლობა გვქონოდა - DFC

62b47cdb77ffe
გიორგი თოლორდავა
23.06.22 21:20
1059
საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ნათანმა ქვეყანაში ინვესტირების შესაძლებლობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

BMG-სთან ინტერვიუში DFC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ისურვებდა საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობის არსებობას, რადგან ეს სფერო DFC-ის გლობალურ სტრატეგიაში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ აღმოვფხვრათ არსებული ხარვეზები და მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად განსაკუთრებით დიდი ჩავარდნებია ენერგეტიკის სფეროში და ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარება.

სასურველი იქნებოდა, თუ გვექნებოდა საქართველოში ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობა. როგორც ვიცი, არსებობს რამდენიმე პოტენციური პროექტი, რომელიც ამჟამად შეფერხებულია და ელოდება ერთგვარ მწვანე შუქს. ვისურვებდით, რომ ამ პროექტებში ფინანსური დახმარების გაწევის საშუალება მოგვცემოდა“, - განაცხადა სკოტ ნათანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები