მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

61518e76096fa
BM.GE
27.09.21 13:25
719
ვითიბი ჩაერთო იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიზანია ფიზიკური პირების ხელშეწყობა, რომელთაც სურთ ბინის/სახლის შეძენა ან აშენება.

პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან  ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწფო მოახდენს სესხის მაქსიმუმ 8 % -ის დაფინანსებას 5 წლამდე ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200,000 ლარს.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მრავალშვილიან ოჯახებს, ახალდაბადებული ბავშვის მშობლებს, მარტოხელა მშობელს, ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
• ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები