აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საკუთარ Twitter-ზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებს.
რიში წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე განხორციელებული თავდასხმები მიუღებელია.
"საქართველოში მომხდარი თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე არის მიუღებელი. ვლოცულობ ბატონი ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასიხისმგებელnი არიან მომხდარ ძალადობაზე, სრულად უნდა დაისაჯონ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტს და არა ძალადობრივ არეულობას," - წერს სენატორი.