მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვმუშაობთ ქალაქის საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე“ - რუსთავის მერი

6409db22438f6
ელენე გოგბერაშვილი
13.03.23 09:29
633
„ჩვენ მუდმივად ვერ მივაკითხავთ სამინისტროს, ვერ მივაკითხავთ სახელმწიფო სტრუქტურებს თანხისთვის. თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი და მან უნდა იზრუნოს საკუთარი შემოსავლების ზრდაზე“,- ეს განცხადება რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში გააკეთა.

ქალაქის საკუთარი შემოსავლების პოტენციალის მაგალითად ლაცაბიძეს დასუფთავების რეფორმა მოჰყავს, რა გზითაც მუნიციპალიტეტში დასუფთავების გადასახადის ამოღების მაჩვენებელი 3-4-ჯერ არის გაზრდილი.

„ვმუშაობთ ქალაქის საკუთარი შემოსავლები გავზარდოთ. დღეს დიდწილად დამოკიდებული ვართ ტრანსფერებზე, სახელმწიფოს, სამინისტროს ფინანსურ მხარდაჭერაზე. წარმომიდგენია, რომ მუნიციპალიტეტის პოტენციალი საკუთარი შემოსავლების კუთხით არ არის სრულად ამოწურული. სატრანსპორტო რეფორმამ დიდი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მოგვცა საკუთარი შემოსავლის გაზრდის კუთხით. თუ ადრე რუსთავის ავტობუსებს გადაჰყავდათ დღის განმავლობაში 10 000-მდე მგზავრი, დღეს გადაგვყავს 22 000. ეს ქალაქის საკუთარ შემოსავალს ზრდის.

დავიწყეთ დასუფთავების რეფორმა, ახალი ტექნიკა შევიძინეთ, თანამშრომლები დავამატეთ. მოსახლეობა ხედავს, რომ გამოჩნდნენ მათ ეზოებში ადამიანები, რომლებიც უვლიან ტერიტორიას და საკმაოდ დაბალია დასუფთავების გადასახადი. აქამდე არ იხდიდნენ გადასახადს, დაბალი იყო ამოღება. მას შემდეგ რაც ჩვენ ვანახეთ, რომ დავიწყეთ რეფორმა, შემოვიყვანეთ ახალი ტექნიკა, 3-4-ჯერ გაიზარდა დასუფთავების ამოღება და გადახდა მოსახლეობის მხრიდან. არის პოტენციალი, რომლითაც საკუთარი შემოსავლების გაზრდა შესაძლებელია. ხარჯების ოპტიმიზაცია, ესაა რაზეც მუნიციპალიტეტმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს. ჩვენ მუდმივად ვერ მივაკითხავთ სამინისტროს, ვერ მივაკითხავთ სახელმწიფო სტრუქტურებს თანხისთვის, თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი და მან უნდა იზრუნოს საკუთარი შემოსავლების ზრდაზე“,-აცხადებს რუსთავის მერი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები