გერმანული Volkswagen ძვირადღირებული ბრენდის Lamborghini- ს გაყიდვას განიხილავს, - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც გავლენიანი გამოცემა წყაროზე დაყრნდობით წერს, ვოლფსბურგის ავტომობილების შემქმნელს "ლამბორჯინის" დამოუკიდებელ სუბიექტად გასხვისება სურს.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ Volkswagen-ში. როგორც კომპანიის პრეს-სპიკერმა გერმანულ მედიას განუცხადა, "სპეკულაციები უსაფუძვლოა".
აღსანიშნავია, რომ Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსებმა "ლამბორჯინის" ღირებულება აგვისტოში 11 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს.