შვედური პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი კომპანია Volvo და მისი მფლობელი ჩინური Geely შერწყმას გეგმავენ, რის შემდეგაც კომპანiების აქციები ბირჟებზე ერთი ქოლგის ქვეშ განთავსდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჯერად საქმე გვაქვს ორმაგი ლისტინგის შესაძლებლობასთან - ჰონგ-კონგსა და სტოკჰოლმში.
გლობალური ავტოკონცერნების შერწყმა ასევე მიზნად ისახავს ელექტრო მანქანების წარმოებაზე გადასვლას, რაც გამოწვეულია გამკაცრებული ნახშირორჟანგის ემისიის ნორმებით და ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნით.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ღირებულება დაემატება Geely-ის მას შემდეგ, რაც Volvo-ს აქტივს შეიერთებს. მოცემული მომენტისთვის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 16 მილიარდი აშშ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ Geely-ის გაყიდვები 2015 წლიდან გაიზარდა, მას შემდეგ რაც ბრენდმა Volvo-ს ტექნოლოგიების ინტეგრაცია მოახდინა საკუთარ ბრენდში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Geely-იმ 1.36 მილიონი ავტომობილი გაყიდა 2019 წელს და იმედოვნებს, რომ წელს 1.4 მილიონ მანქანას გაყიდის. Volvo-მ შარშან მხოლოდ 700,000 მანქანის გაყიდვა მოახერხა.