მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვოლვო ქარ საქართველომ” გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა

BM.GE
06.06.22 09:29
447
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად „ვოლვო ქარ საქართველომ“ ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოს დაცვასა და პლანეტაზე ზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. შვედური ბრენდისთვის მდგრადი განვითარება და მომავალი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

„ღვინის ქარხანაში“ გამართულ ღონისძიებაზე „ვოლვოს“ ბოქსში შვედური ბრენდის ახალი ქროსოვერი XC90 Plug-in ჰიბრიდი იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე „ვოლვოს“ ახალი მინი შოურუმის პრეზენტაციაც გაიმართა. 

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიების მთავარი მედია მხარდამჭერი National Geographic Magazine - საქართველო იყო. ღონისძიებაზე ჟურნალის ახალი, ივნისის ნომრის პრეზენტაციაც გაიმართა. 

ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, ღია სივრცეში გამოფენილი იყო შვედური ბრენდის საიმიჯო ფოტოები და ფრაზები ვოლვოს სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვოს ახალი, ახალი, SUV XC60 Plug-in ჰიბრიდი და სრულად ელექტრო XC40-ი ტესტრაივზე გამოეცადათ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები