VR HOLDING-მა კოსტავას 37/39 ნომერში, გრატოს ბიზნესცენტრში კომპანიის სათაო ოფისი საზეიმოდ გახსნა. კომპანია დედაქალაქში უკვე ორ გაყიდვების ოფისს აერთიანებს. როგორც VR HOLDING-ის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი სივრცის საჭიროება პროექტების მრავალფეროვნებამ და მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ზრდამ გააჩინა.
„წელს ორი მასშტაბური პროექტი დაგვემატა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. ერთი გახლავთ - VR Shekvetili Forest Beach, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ გაშენდება და გურიას ახალ დანიშნულებას შესძენს, მეორე პროექტია - VR VAKE SKYVIEW, რომელიც „ლოკომოტივის“ სტადიონთან გაშენდება. პროექტებისა და კმაყოფილი მომხმარებლის სიმრავლის გამო, გაჩნდა დამატებითი ოფისის გახსნის საჭიროება“ - აცხადებს ნონიკა ვაშაყმაძე VR HOLDING-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
კომპანიის სათაო ოფისში დაინტერესებულ პირებს და VR HOLDING-ის პროექტების მომავალ მობინადრეებს, კომპანიის თანამშრომლები ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
„VR HOLDING უკვე სამ პროექტს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ ერთი ახალი გაყიდვების ოფისი გაეხსნა. ჩვენს მომავალ მობინადრეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება კომპანიის ახალ ოფისში სრული ინფორმაცია მიიღონ“ - ამბობს VR HOLDING-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფაშალიშვილი.
VR HOLDING-ის სამივე პროექტი განსხვავებული და გამორჩეულია.
VR KRTSANISI RESORT RESIDENCE - თბილისში პირველი რეზორტული ტიპის დასახლებაა, რომელსაც ინფრასტრუქტურა გამოარჩევს. აქ შეგიძლიათ ერთდროულად ისუნთქოთ, იცხოვროთ და დაისვენოთ.
VR VAKE SKYVIEW- მ დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინით ახალი ეპიცენტრი უნდა შექმნას.
რაც შეეხება კომპანიის ახალ პროექტს VR Shekvetili Forest Beach - პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ, 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ელემენტი და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს.