მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვვარაუდობთ, რომ მეტრო “გოცირიძე” ოქტომბერში გაიხსნება - გიორგი შარკოვი

633d419b193c6
BM.GE
05.10.22 12:39
1021
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება არაერთი თვით გადაიდო და ის მხოლოდ ახლა გაიხსნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, გიორგი შარკოვის განცხადებით, ვადაგადაცილების გამო, კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

“გოცირიძის სადგურთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპზე ბაქნებზე ფილების დაგება მიმდინარეობს, ასევე შესაბამისი ჭერის მოწყობა თავისი ფილებით.
იმედი გვაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მგზავრთა მიღებაზე გავხსნით სადგურს. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერში აუცილებლად გაიხსნება. იცით ალბათ, რომ შემსრულებელ კომპანიას პრობლემები შეექმნა და არის ვადაგადაცილება ამ პროექტის განხორციელების. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები იქნება გატარებული ამ კომპანიის მიმართ,”- განაცხადა გიორგი შარკოვმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სადგურის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 4.7 მილიონი ლარი უჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები