მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვწუხვარ, რომ ეს აქციები კიდევ იმართება“ - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი გარემოვაჭრეებს

5fc4bacb0a1f2
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 21:05
1112
„ძალიან ვწუხვარ რომ ეს აქციები ჯერ კიდევ იმართება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომელიც გარემოვაჭრეების მიერ დღეს გამართულ აქციებს შეეხებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს უპირველესი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები ჯერ კიდევ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა რამდენად მნიშვნელოვანია ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მთავრობამ, სამინისტრომ და საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება. დღეს მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა ის ზომა, რომელიც გამოქვეყნებულია და 28 ნოემბრიდან დადგინდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ორივე აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები