მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემია გაიხსნა

646b716955941
ინგა მურუსიძე
22.05.23 17:41
683
წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემია გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწერა და აკადემიის აღსაზრდელებს გადაეცათ ფორმები და სრული ეკიპირება. აკადემიის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო 350-ზე მეტმა ბავშვმა და ამ ეტაპზე შერჩეულია 70 ბავშვი. ეს პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და დაემატება კიდევ 30 ბავშვი (ანუ 2023 წლის ბოლომდე ჯამში "იუვენტუსის" წალენჯიხის აკადემიაში შერჩეული იქნება 100 ბავშვი)

წალენჯიხის "იუვენტუსის" აკადემიაში ასწავლიან Uefa A ლიცენზირებული მწვრთნელი იტალიიდან და ქართველი Uefa B ლიცენზირებული მწვრთნელი, ასევე დაგეგმილია ვიზიტები ტურინის "იუვეტუსიდან"(ჩამოვლენ მწვრთნელები მასტერკლასებზე).

"იუვენტუსთან" მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები რამდენიმე საინტერესო, სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით.

„თუ ყველანი მიზანდასახულობით არ ავივსეთ, დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ეს პროექტი ამის ერთ-ერთი ამის ნათელი და კარგი მაგალითია. „იუვენტუსის“ წალენჯიხაში ჩამოყვანა და აკადემიის გახსნა მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ, ისევე როგორც სხვა პროექტები, რომელსაც ვაკეთებთ და კიდევ ბევრს დავაანონსებთ.

მინდა მივულოცო ამ ბავშვებს. მათ თვალებში ჩანს ყველაფერი, ის სიხარული და პერსპექტივა, რომელსაც ისინი დღეს ეზიარნენ. ასევე, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ყველა წალენჯიხელს, იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ბევრი რაღაცა არ გამოვიდოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ როცა სამშობლოზე, კონკრეტულ საქმეზეა ორიენტირებული პოლიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, მთავარია, რომ ჩვენ ყველა საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავლის ცხოვრებაზე, მათ განათლებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. წალენჯიხა ამის ძალიან ნათელი მაგალითია და ჩვენ ვაჩვენებთ დანარჩენ საქართველოს, რომ კამათი კარგია, მაგრამ შეთანხმება კონკრეტულ საქმეებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღეს იყო ე.წ. Soft opening, იმიტომ, რომ ბავშვებმა დღეს უკვე მიიღეს მთელი ეკიპირება და დაიწყეს ვარჯიში. ვარჯიშები იტალიელი და იტალიაში გადამზადებული ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით გაიმართება. სექტემბერში კი იქნება ძალიან დიდი გახსნა, სადაც დავპატიჟებთ ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ხალხს, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობს, მონაწილეობდა წარსულში ფეხბურთში იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ საქართველო არამარტო ფეხბურთის და წარმატებული ქვეყანაა, არამედ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის ქვეყანაა.კვარაცხელიას სამშობლოსა და კუთხეში, მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ხვიჩასნაირი ბიჭები და კიდევ უკეთესები გაიზარდონ“, - ამბობს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

სექტემბრისთვის იგეგმება კიდევ ერთი ღონისძიება,რომელსაც ტურინის იუვენტუსიდან ჩამოსული სტუმრები, გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელები და ქართველი ვეტერანი სპორტსმენებიდაესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები