მსოფლიოში ცნობილი მაღაზიების ქსელი Walmart-ი აცხადებს, რომ მის მფლობელობაში არსებული Flipkart-ის ღირებულებამ, რომელიც ონლაინ გაყიდვების პლატფორმას წარმოადგენს ინდოეთში, 37.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
Walmart-ის ცნობით, საფონდო ბირჟაზე, Flipkart-მა 3.6 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო.
Flipkart-ის აღმასრულებელი დირექტორის კალიან კრიშნამურტის განცხადებით, აღნიშნული რესურსით კომპანია გაფართოებას, ონლაინ გაყიდვების დახვეწას და მიწოდების სერვისის გაზრდას გეგმავს.
ცნობისთვის, Walmart-მა Flipkart-ის პლატფორმის 77%-იანი წილი 2018 წელს 16 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა, რაც კომპანიის ამჟამინდელ ღირებულებაზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.