Walmart-ის, Uber-ის და Starbucks-ის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კომპანიები ახალი კორონავირუსის გამო დამატებითი გამოწვევების წინაშე დგებიან, შეშინებული კლიენტები კი მაღაზიებს უფრო ნაკლებად სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
სუპერმარკეტების ქსელმა Walmart-მა, ორშაბათს დაადასტურა, რომ მისი თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული. შედარებით ადრე ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს Uber-მა და Starbucks-მაც.
Starbucks-ი აცხადებს, რომ 13 თანამშრომელი, რომლებიც მუშაობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ერთად სიეტლის მაღაზიაში, იზოლირებულნი არიან და კარანტინში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
კომპანია Uber-ის მძღოლს კი ვირუსი პარასკევს გამოუვლინდა. Uber-მა ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის ორგანოებს იმ პირებზე, რომელიც მძღოლთან ერთად იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა კორონავირუსის გამო ახალი ზომების გატარებაც კი დაიწყეს. მაგალითად Starbucks-მა და Dunkin-მა მომხმარებელს საკუთარი ჭურჭლით მისვლისკენ მოუწოდეს. McDonald’s-მა გაზარდა დასუფთავების სიხშირე. ხოლო Taco Bell-მა და Wendy-ისმა კარტოფილი ფრის შეფუთვები შეცვალეს, ასე რომ მიმტანს საკვებთან შეხება აღარ ექნება.