მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წარმოუდგენელია საქართველოში უფრო ძვირი ღირდეს იჯარა, ვიდრე ევროპის წამყვან დედაქალაქში”

5f5c86ff7f54d
ანა ჯოხაძე
12.09.20 12:25
1191
“წარმოუდგენელია საქართველოში უფრო მეტი ღირდეს უძრავი ქონების იჯარა, ვიდრე ევროპის წამყვან დედაქალაქში”-ამის შესახებ რესტორან “ზაზანოვას” დირექტორმა მარინა სალუქვაძემ განაცხადა. როგორც სალუქვაძე ამბობს, უკვე წელიწადზე მეტია ცენტრალურ უბნებში იჯარაზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი. შესაბამისად, ამბობს, რომ თუ მოიჯარეები ფასებს არ დააკლებენ, ისინი ფართებს ვეღარ გააქირავებენ.

“ვეღარ შევძელით "ზაზანოვას" ძველი ფილიალის მუშაობის გაგრძელება, ვინაიდან ამ პანდემიის პერიოდში დავალიანება გვქონდა, ვერ გადავიხადეთ იჯარის საფასური, რომელიც ძალიან დიდი იყო და შემდეგ უკვე ფართის მფლობელმა ხელშეკრულება შეგვიწყვიტა. ვაპირებდით ძველი "ზაზანოვასთვის" ფართის მოძებნას , მაგრამ ეხლა უკვე ველოდებით როგორც განვითარდება მოვლენები. წელიწადი, წელიწად ნახევრის განმავლობაში მე მაინც მგონია,, რომ ფასები იყო ხელოვნურად გაზრდილი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია საქართველოში უფრო მეტი ღირდეს უძრავი ქონების იჯარა ვიდრე ევროპის წამყვან დედაქალაქში. აქ იყო სერიოზული დისბალანსი. ძალიან კარგი იქნება, თუ ფართების მეპატრონეები მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ფართები ასეთი კატასტროფული ფასი ღირდეს”-ამბობს მარინა სალუქვაძე, რესტორან "ზაზანოვას" დირექტორი.

ზაზანოვა ივნისამდე დაკეტილი იყო, ხოლო მუშაობა ბოლო ორი თვეა, რაც განაახლა.. როგორც BMG-ის რესტორნის დირექტორმა მარინა სალუქვაძემ უთხრა, უკვე ორი თვეა სტუმრებს მხოლოდ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში მდებარე ფილიალში იღებენ, რადგან კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისმა აიძულათ, რუსთაველის გამზირზე არსებული ფილიალი დაეხურათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები