მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს ჩვენი მიზანი ევროპაში 1 მლნ ბოთლის წყლის გატანაა” - “წყალი გუდაური”

640ebb689ec5a
ლიკა გურაბანიძე
13.03.23 10:21
747

“წელს ჩვენი მიზანია, ევროპაში 1 მლნ ბოთლის წყალი გავიტანოთ” - ამის შესახებ "საქმიან დილას" “ვოთერ ლენდის” დამფუძნებელმა ნანა გოგუაძემ განუცხადა.



მისი თქმით, კომპანიისთვის ევროპის ბაზარი პრიორიტეტულია.

“ჩვენ ევროპაში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეგვაქვს. საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას ევროპის ბაზარი აუცილებლად უნდა გამოვყოთ. ის მაღალი მსყიდველუნარიანობით, მზარდი მოთხოვნით და სტაბილურობით გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი მარჟაზე აისახება.

ყველაზე მზარდი ბაზრები, სადაც ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და გერმანიაა. “ვოთერ ლენდი” ნატურალური მინერალური და გაზირებული წყლის პროდუქციას უშვებს, მისი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი “წყალი გუდაურია”, - აღნიშნა ნანა გოგუაძემ.

ცნობისთვის, “ვოთერ ლენდი” მომხმარებლებს 45 სხვადასხვა შეფუთვისა თუ სახეობის პროდუქციას სთავაზობს. კომპანია ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორისაა ევროპის ქვეყნები. კომპანია ბაზარზე ორწელიწადნახევარია გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები