მიმდინარე წელს დამატებით ორი სახელმწიფო საწარმოს კორპორატიზაციის პროცესი დაიწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელიც იქნება აღნიშნული ორი საწარმო, რასაც bm.ge აუცილებლად მოიკითხავს.
„აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. გასულ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა რეფორმის სტრატეგია, ასევე დამტკივცდა საწრამოების კორპორატიული მართვის კოდექსი. მიმდინარე წელს გაგრძელდება სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაცია, დამატებით შეირჩევა ორი მსხვილი საწარმო და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი.
ფინანსთა სამინისტროში დაიწყება სახელმწიფო სწარმოების ფინანსური ზედამხედველობის დანერგვა, სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით მოვამზადებთ და საშემოდგომო სესიაზე წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.