მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 5%–ით გაიზრდება – პროგნოზი

61d44766a26ed
დავით ჯალაღონია
04.01.22 19:18
815
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.9%–ით გაიზრდება და 14 მლრდ 312.3 მლნ კვტ.სთ–ს შეადგენს.

გასული წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, სადაც დეკემბრის ფაქტიური მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია, საქართველოში ელ.ენერგიის წლიური მოხმარება 13 მილიარდ 644.8 მლნ კვტ.სთ–ია.

2022 წელს ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაფარვას შემდეგი ობიექტების დახმარებით გეგმავს:

თბოსადგურების საპროგნოზო გამომუშავება – 3 მლრდ 051.9 მლნ კვტ.სთ;

ქართლის ქარის ელექტროსადგურის საპროგნოზო გამომუშავება – 86.4 მლნ კვტ.სთ;

ჰიდროსადგურების საპროგნოზო გამომუშავება – 10 მლრდ 287 მლნ კვტ.სთ.

იქიდან გამომდინარე, რომ გენერაციის ადგილობრივი ობიექტები ელექტროენერგიაზე მოთხოვნას სრულად ვერ პასუხობენ, სახელმწიფოს იმპორტირებული რესურსით სარგებლობა წელსაც მოუწევს. კერძოდ, საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოში 1 მლრდ 885.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები