მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ესპანეთი ენერგიის ნახევარზე მეტს განახლებადი წყაროებიდან მიიღებს

648efd6660be7
გიორგი არონია
19.06.23 12:00
594

მიმდინარე წელს, ესპანეთი ენერგიის ნახევარზე მეტს განახლებადი წყაროებისგან მიიღებს და ამით, წამყვან ხუთ ევროპულ სახელმწიფოს შორის პირველ ადგილს დაიკავებს, - ამის შესახებ Rystad Energy-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. განახლებადი ენერგიის ზრდას, უმეტესწილად, ქვეყნის მასშტაბით განთავსებული მზის პანელების დადგმული სიმძლავრის ზრდა განაპირობებს, რომელიც, ერთ წელიწადში, თითქმის 7 გიგავატით გაიზრდება. ამგვარად, მზიდა და ქარის ენერგოსადგურების დადგმული სიმძლავრე, ჯამურად, 58 გიგავატს მიაღწევს, რაც 8.2 გიგავატით მეტია, ვიდრე 2022 წელს.

განახლებადი ენერგიის წყაროების დადგმული სიმძლავრის ზრდით ესპანეთი გასულ წელსაც გამოირჩეოდა. PV Tech-ის დათვლებით, 2022 წელს, ესპანეთის განახლებად ინფრასტრუქტურას 5.9 გიგავატის სიმძლავრის განახლებადი ენერგოსადგურები დაემატა, ამათგან 4.5 გიგავატი მზის ენერგიაზე მოდის. ჯამურად, გასულ წელს, განახლებად ენერგიას ესპანეთში 67.9 გიგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურები აგენერირებდნენ.

ამ მხრივ ესპანეთის ლიდერობა არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან დასავლეთ ევროპაში მდებარე ეს ქვეყანა წლებია, რაც განახლებად ენერგიას ავითარებს და ამ მიმართულებით, ერთ-ერთ მსოფლიოშიო მოწინავე სახელმწიფოდ ითვლება. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჰიდროენერგია ან ქარის ენერგია ჭარბობს, ესპანეთი მზის ენერგიის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა, რასაც, რამდენიმე ძირითადი მიზეზი განაპირობებს. საქმე ისაა, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლა ესპანეთის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც ვლინდება არამხოლოდ ახალი კანონებით, არამედ ბიზნესისთვის შეთავაზებული საინვესტიციო სქემებით. ამასთან, ესპანეთი ბუნებრივად მზიანი და თბილი სახელმწიფოა, რომელიც, ამასთან, მჭიდროდ დასახლებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი, უბრალოდ დაუსახელებელი და შესაბამისად, მზის პანელების მოსაწყობად ვარგისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები